წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 12 იანვრის №22/22 ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაკებისათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზ

ნომერი: 190 / 20

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2007

მიღების თარიღი აპრილი 13, 2007

 

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამად, კომისიამ

 

გადაწყვიტა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 12 იანვრის №22/22 ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაკებისათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ”ზ” ქვეპუნქტი;

 ”ზ) ნიკოლოზ კონდოლელი - რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ინჟინერი;”

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

”4. მიენიჭოთ ა. შუშანაშვილს, მ. აროშიძეს (მაუწყებლობის რეგუილირების დეპარტამენტი), ნ. წერეთელს (მონიტორინგის დეპარტამენტი), ნ. კონდოლელს (რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება. ოქმის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად;”

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

    კომისიის თავმჯდომარე                                            ზ. ნონიკაშვილი

     კომისიის წევრები:                                                    გ. ფრუიძე

                                                                                        დ. პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები