ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრისა და 2005 წლის 21 ოქტობრის 656/22 გადაწყვეტილებით გ

ნომერი: 191 / 9

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2007

მიღების თარიღი აპრილი 17, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 2 თებერვალს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება N 52/23 ”ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში კაბელების გატარების მომსახურების სეგმენტზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფების განსაზღვრის  და 2005 წლის 21 ოქტომბრის 656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ”.

კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” დადგენილია როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი საკომუნიკაციო კანალიზაციაში არხებთან დაშვებისა და კაბელის გატარების მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე: ქ. თბილისის; ქ. ქუთაისის; ქ. რუსთავის; ქ. ზუგდიდის; ქ. ფოთის ადგილობრივი მომსახურების ზონებში და დანარჩენ საქართველოში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა). აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სააქციო საზოგადოებას დაკისრებული აქვს ინფორმაციის გამჭვირვალობის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების, სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში შემოსულია წერილები სადაც გამოთქმულია სხვადასხვა ოპერატორების პრეტენზია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ელექტრონულ საკომუნიკაციო კანალიზაციაში არხებთან დაშვებისა და კაბელების გატარებასთან დაკავშირებული  პრობლემების თაობაზე.

ზემოაღნიშნული პრობლემების არსებითი მხარე ეხება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ  2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების, მათ შორის, მის საკუთრებაში არსებული ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის თავისუფალ არხებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით დაშვების და კაბელის გატარების მომსახურების სათანადოდ შესრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ განხილული ბაზრის შესაბამის სეგმენტზე წარმოშობილი პრობლემური საკითხის თაობაზე კომისიის მოთხოვნის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კომისიაში გაგზავნილ იქნა შეტყობინების წერილი, რომლის შინაარსიდანაც ირკვეოდა, რომ მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის სატარიფო, აგრეთვე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისას ტექნიკურ და საოპერაციო პირობებთან დაკავშირებული კონკრეტული მაჩვენებლების განუსაზღვრელობის გამო კომპანია აცხადებდა ”მორატორიუმს” (წერილის ტექსტიდან) და დროებით აჩერებდა მის საკუთრებაში არსებული ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან სხვა მსურველი ავტორიზებული პირების დაშვებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე ამგვარი მდგომარეობა მოქმედი კანონმდებლობის მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის, ასევე კონკურენციის შეზღუდვისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის პრაქტიკულად ყველა სეგმენტის შემდგომი განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია.

კომისია აქვე აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” კომისიის N656/22 გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობები ზოგადად განსაზღვრულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის V თავის მუხლებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების სათანადოდ შესრულების, აგრეთვე, ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტური კონკურენციის შემდგომი განვითარების უზრუნველყოფისა და კონკურენციის წინასწარი რეგულირების ეფექტურობის გაზრდის მიზნით კომისიამ მიიჩნია, რომ აუცილებელია კომპანიაზე დაკისრებული ვალდებულებების პირობების (მათ შორის ტექნიკური ხასიათის) დაკონკრეტება. აღნიშნული პირობების დაკონკრეტების უფლებამისილება კომისიაზე მინიჭებულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

კომისია აღნიშნავს, რომ ტექნიკური ხასიათის პირობებთან დაკავშირებული საკითხები უნდა დარეგულირდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ან სპილენძის სადენიანი კაბელების გატარებისას სახელმძღვანელო წესები და ტექნიკური მოთხოვნები ჩამოყალიბებულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს N93/193 ბრძანების შესაბამისად მოქმედ სტანდარტში BCH-116-87. 

კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 14 მარტს შემოსულ წერილში (№ 2/115/167 14.03.2007  შემოსვლის №6/248-07) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” მიმართავს კომისიას შეგებებული განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ N656/22 გადაწყვეტილების მიღებიდან თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში, აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად კომისიის მიერ ჩატარებული კვლევისა და ანალიზის შედეგების თაობაზე დოკუმენტში მოყვანილი კომპანიების მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მათ საკუთრებაში არსებული საკანალიზაციო საკომუნიკაციო არხების მოცულობის გაფართოების მიზნით, რაც კომპანიის თვალსაზრისით გავლენას ახდენს მოცემული ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების ფარდობით წილებზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შემდგომ კომისიის მიერ მიღებული N656/22 გადაწყვეტილებით, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე 24-ე მუხლის ა) პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა კონკურენციის ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელი -  ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიული საზღვრები: ქ. თბილისი; ქ. ქუთაისი; ქ. რუსთავი; ქ.ზუგდიდი; ქ. ფოთი და ა. შ.

N656/22 გადაწყვეტილების მიღების დღიდან განვლილ პერიოდში კონკურენციის ობიექტური მახასიათებლების ცვლილებები და ამ ცვლილებების გავლენა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ავტორიზებული პირების დადგენაზე, ასევე მათთვის დასაკისრებელი სპეციფიური ვალდებულებების პირობების დაკონკრეტება უნდა განხორციელდეს ზემოაღნიშნული გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კომისიის მიერ ავტორიზებული პირებისაგან გამოთხოვნილ იქნა მიმდინარე ინფორმაცია მათ მფლობელობაში არსებული საკანალიზაციო არხების თაობაზე და  ჩატარებულ იქნა  დამატებითი კვლევა და ანალიზი აღნიშნული ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების ფარდობითი წილების ცვლილების შესახებ. ამ კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” საბაზრო წილი ქ. თბილისის საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე 95.56%-დან 93%-მდე შემცირდა (ცხრილი 1).

არხების სიგრძე კანალიზაციაში (არხ/კმ)

3,047

149

67

2.056%

ანალოგიური მაჩვენებელი შპს ”ახალი ქსელების” შემთხვევაში გაიზარდა 0,89%-დან 5%-მდე ხოლო  შპს ”ახტელის” წილი კი შემცირდა 3.55%-დან 2%-მდე. ანუ განხილულ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პირველადი კრიტერიუმების შესაბამისად კონკურენციის მახასიათებლები არსებითად არ შეცვლილა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის (ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის) მქონე ოპერატორების (22-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად)  ჩამონათვალში ცვლილებები არ განხორციელებულა. შესაბამისად ზემოაღნიშნული შეგებებული განცხადება კომისიის მიერ განხილულ იქნა და არ დაკმაყოფილდა.

კომისია აღნიშნავს, რომ ზღვრული ტარიფების ოდენობების განსაზღვრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ავტორიზებული პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე განხორციელებული მომსახურების, აგრეთვე კომისიის მიერ კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფის დადგენა ხდება დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვისა და განაწილების მეთოდოლოგიური პრინციპების საფუძველზე. ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების პრინციპები განსაზღვრულია კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“  შესახებ დებულების მუხლებით. აღნიშნული მეთოდოლოგიური წესები, ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილ პრინციპებთან (ევრო კომისიის დირექტივები (98/322/EC მიღებული 8 აპრილი 1998 წ.  და 2005/698/EC 19 სექტემბერი 2005 წ.).

დანახარჯების განაწილებისა და აღრიცხვის მეთოდოლოგიური წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანახარჯების განაწილება ხორციელდება ეტაპობრივად და პირველ ეტაპზე საბუღალტრო ინფორმაციის საფუძველზე გამოიყოფა არანაკლებ შემდეგი დანახარჯების კატეგორიები: საოპერაციო დანახარჯები; კაპიტალის ღირებულება; ზედნადები საერთო საწარმოო დანახარჯები და ამორტიზაცია. შემდეგ ეტაპზე ზემოაღნიშნულ კატეგორიებში განაწილებული დანახარჯები ნაწილდება ავტორიზებული პირის საქმიანობისა და მომსახურების ცალკეულ სახეებზე.  

კომისია აღნიშნავს, რომ დანახარჯების განაწილების მეთოდოლოგიური წესების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საოპერაციო აქტივების ღირებულება (დატვირთული კაპიტალი), რომელიც განაწილებულია საქმიანობის სახეებზე ცვეთა/ამორტიზაციის სახით, უნდა განისაზღვროს თანამედროვე აქტივების მიმდინარე ღირებულებით აღრიცხვის (საბუღალტრო) პრინციპის შესაბამისად. აღნიშნული მოთხოვნები ჩამოყალიბებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში (შემდგომში ბასს), რომელიც სამოქმედოდ შემოღებულია საქართველოში ”ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” 1999 წელს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონით N 4 (11).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განაწილებისას საოპერაციო დატვირთული აქტივების ცვეთა/ამორტიზაციის ღირებულების განსაზღვრისა და შესაბამისი საბუღალტრო აღრიცხვისათვის გამოყენებული უნდა იქნეს თანამედროვე აქტივების მიმდინარე ღირებულებით საიმედოდ შეფასებისა და აღრიცხვის პრინციპი, რომელიც განმარტებულია საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებში - ბასს 16. შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე მაკორექტირებელი გატარებები უნდა განხორციელდეს კომპანიის ფინანსურ-საანგარიშგებო, მათ შორის საბუღალტრო დოკუმენტებში (აქტივების საბალანსო ანგარიშების ჩანაწერებში).   

კომისია აქვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება არ გამორიცხავს ავტორიზებული პირის მიერვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებასაც.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კანონით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, რომლის თანახმადაც იგი უფლებამოსიალია დააკონკრეტოს ავტორიზებულ პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების პირობები და დაადგინოს ხარჯებზე ორიენტირებული ზღვრული ტარიფები,  კომისიამ:

გადაწყვიტა:

1)  2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დაკისრებული ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულების პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” 10 კალენდარული დღის ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს კომისიის N656/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ბაზრის შესაბამის სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც ასახოს ქსელის ამ ელემენტებთან დაშვების არსებითი პირობები, მათ შორის: 

ა.ა) საკანალიზაციო არხების სრული და დატვირთული სიმძლავრეები;

ა.ბ) დაშვების ტარიფები, განზომილების შესაბამის ერთეულებში ლარი არხ/ადგილი/კმ თვეში (სხვადასხვა დიამეტრის კაბელებზე BCH-116-87 ტექნიკური სტანდარტის მოთხოვნების  შესაბამისად);

 ა.გ) საკანალიზაციო არხებთან დაშვების ანგარიშსწორების პირობები;

ა.დ) ერთ არხ კილომეტრზე გაწეული წლიური დანახარჯების ოდენობა (საოპერაციო და კაპიტალის ხარჯები, საამორტიზაციო ანარიცხები);

ა.ე) ხელშეკრულების გაფორმების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მოწვევის ოფერტაზე მსურველი პირის მიერ აქცეპტის წარმოდგენის თარიღიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეს;

ა.ვ) საკანალიზაციო არხებში სხვა ავტორიზებული პირების კაბელების გატარების ან/და კაბელების ტერმინალურ სეგმენტებთან (თავისუფალ თანალოკაციის ფართზე, მათ შორის ტექნიკურად შესაძლებელ დაშვების წერტილებთან) დაშვების პირობები, მათ შორის მისამართებისა და შესაბამისი ერთჯერადი გადასახდელების მითითებით;

ა.ზ) საკანალიზაციო არხებში გატარებული კაბელების ტერმინალურ სეგმენტებთან (თანალოკაციის ფართზე დაშვების წერტილებში) მომსახურე პერსონალის დაშვების პირობები;

ა.თ) საკანალიზაციო არხების ექსპლუატაციისას სათანადო პირობების შენარჩუნების ღონისძიებები და პროცედურები;

ა.ი) საკანალიზაციო არხებში მსურველი ავტორიზებული პირისათვის დამატებითი სიმძლავრეების გამოყოფის პროცედურები და პირობები, მათ შორის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 კალენდარულ დღეს;

ა.კ) ექსტრაორდინალურ და ფორსმაჟორულ შემთხვევებთან დაკავშირებული პირობები და მხარეთა ურთიერთვალდებულებები; ჯარიმებისა და საურავების ოდენობები და მათი განსაზღვრის პირობები;

ა.ლ) საკანალიზაციო არხებთან მსურველი პირების დაშვების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები;

ი.მ) მოწვევის ოფერტის მოქმედების არანაკლებ 6-თვიანი ვადა.

ბ) მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 14 კალენდარულ დღეში სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” კომისიაში წარმოადგინოს საჯაროდ გამოქვეყნებული ოფერტის არსებით პირობებში შესაძლო ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე დოკუმენტაცია და ოფერტის მოქმედების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში გამოაქვეყნოს ახალი ოფერტა იმავე მოქმედების ვადით.

გ) კომისია უფლებამოსილია მის მიერ დადგენილ პირობებთან ოფერტის პირობების  შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” საჯაროდ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში შესაბამისი ცვლილებების ან დამატებების შეტანა.

2)  2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დაკისრებული დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულების პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უზრუნველყოს არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით (მათ შორის ტარიფებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის.

ბ) ვინაიდან სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ვერტიკალურად ინტეგრირებულ ოპერატორს, (ანუ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თავისი საქმიანობისას ფლობს და იყენებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ან მათი ფუნქციონალური რესურსების სრულ სპექტრს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს საკანალიზაციო არხებს და არხებთან დაშვებას, საკუთარი მიზნებისათვის ამ არხებში კაბელების გატარებასა და აღნიშნული კაბელებით ურთიერთჩართვისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სხვადასხვა სახეების მიწოდების მთლიან პროცესს) დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით უზრუნველყოს საკანალიზაციო არხებთან დაშვების მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და შიდასაწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალეობა და კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დამასაბუთებელი ინფორმაცია.

3)  2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დაკისრებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულების პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უზრუნველყოს ბაზრის შესაბამის სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში თავისუფალ საკანალიზაციო არხებთან მსურველი ავტორიზებული პირების  შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება.

ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უზრუნველყოს ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში საკანალიზაციო არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადებაზე (მოწვევის ოფერტა) მსურველი ავტორიზებული პირის მხრიდან აქცეპტის მიღების თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ყველა სამართლიანი და გონივრული ზომის მიღება, მოწვევის ოფერტის პირობების შესაბამისად შეთანხმდეს და აქცეპტანტ ავტორიზებულ პირთან გააფორმოს საკანალიზაციო არხებთან დაშვების შესახებ ხელშეკრულება. მისი ასლი წარუდგინოს კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

გ) თუ გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულების პირობები ნაკლებად ხელსაყრელია აქცეპტანტისათვის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის გეოგრაფიულ საზღვრებში საკანალიზაციო არხებთან დაშვების შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტა) მოცემულ არსებით პირობებთან შედარებით   სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა აღნიშნულ ხელშეკრულებაში და შესაბამისობაში მოიყვანოს მისი პირობები მოწვევის ოფერტის პირობებთან. შესწორებული ხელშეკრულების ასლი ხელმოწერიდან 3 დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში.

დ) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უზრუნველყოს ბაზრის შესაბამისი სეგმენტების გეოგრაფიულ საზღვრებში საკანალიზაციო არხების თავისუფალ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაკავშირებით ობიექტური და გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდება აქცეპტანტი ავტორიზებული პირისათვის თუ მოწვევის ოფერტის მოქმედების ვადაში აქცეპტის დროულად და სათანადოდ გაკეთების მომენტისათვის კონკრეტული მიმართულებით მოთხოვნილი საკანალიზაციო არხის სიმძლავრე აღმოჩნდება სრულად დატვირთული. ამ შემთხვევაში სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ვალდებულია შესთავაზოს აქცეპტანტს ტერმინალურ წერტილებს შორის ალტერნატიული მარშრუტით კაბელის გატარების ეფექტური პირობები, რომლებიც მსურველი ავტორიზებული პირისათვის (აქცეპტანტისათვის) ყველა შესაძლო ალტერნატიულ არჩევანთან შედარებით ნაკლებად დანახარჯიანია.

ე) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებში კაბელების გატარებისას საქართველის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს N93/193 ბრძანების შესაბამისად მოქმედი ტექნიკური სტანდარტის BCH-116-87 მოთხოვნების დაცვა.

4) 2005 წლის 21 ოქტომბრის N656/22 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” დაკისრებული სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” საკანალიზაციო არხების თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით.

ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” უზრუნველყოს დანახარჯების განცალკევებულად აღრიცხვის და განაწილების სისტემის შემუშავება, საჯაროდ (კომისიის ვებ გვერდზე) გამოაქვეყნოს მისი აღწერა, და ორი თვის ვადაში წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიას დანახარჯებზე ორიენტირებულობის და კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიური წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასასაბუთებლად;

გ) საკანალიზაციო არხებთან დაშვების ზღვრული ტარიფის განსაზღვრისათვის სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ორი თვის ვადაში უზრუნველყოს აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საბუღალტრო ჩანაწერებში (ბალანსის მუხლებში) მის საკუთრებაში არსებული ელექტრონული საკომუნიკაციო საკანალიზაციის არხებთან დაკავშირებული აქტივების მიმდინარე ღირებულებით საიმედოდ შეფასებული ოდენობის ასახვა და აღნიშნული ფინანსურ საანგარიშგებო დოკუმენტაციის კომისიაში წარმოადგენა.

დ) კომისიის მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ელექტრონული საკომუნიკაციო კანალიზაციის არხებთან დაშვების ზღვრული ტარიფის დადგენამდე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შეინარჩუნოს მის მიერ გაფორმებულ და მოქმედ ხელშეკრულებებში ასახული ტარიფები. ხოლო, იმ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომელთა მოქმედების ვადა ამოიწურა,  სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” განახორციელოს მათი გაფორმება მოწვევის ოფერტაში მოცემული პირობების შესაბამისად.

ე) კომისიის მიერ საკანალიზაციო არხებთან დაშვების ზღვრული ტარიფის განსაზღვრამდე  სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” თავის მოწვევის ოფერტაში შეიტანოს კომისიის 656/22 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტში ასახული, კომპანიის მიერ განსაზღვრული, პირობები. სხვა დიამეტრის კაბელის გატარებისათვის საკანალიზაციო არხ/ადგილთან დაშვების ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნეს BCH-116-87 ტექნიკური სტანდარტის მოთხოვნები, მათ შორის არხის სრულ კვეთში განთავსებული სხვადასხვა დასაშვები რაოდენობისა და დიამეტრის კაბელების დიამეტრების სრული ჯამის მაქსიმალურად შესაძლო ოდენობა. 

5) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ საკანალიზაციო არხებთან დაშვების ზღვრული ტარიფის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დაინიშნოს დამატებით.

6)  წინამდებარე გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

7) კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სტრატეგიული განვითარების და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).

კომისიის თავმჯდომარე:                                ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრები:                                          დ. პატარაია        

                                                                        გ.ფრუიძე                                      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები