შპს ”ტელეკომპანია პირველი სტეროსთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2007
მიღების თარიღი აპრილი 20, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეო” სატელევიზიო მაუწყებლობას ახორციელებს NB20 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 03.10.2013) პირობების შესაბამისად 11 სატელევიზიო გადამცემის მეშვეობით და სამაუწყებლო სიგნალების მიწოდებისთვის მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, იყენებს მის კუთვნილ რადიოსარელეო სადგურებს.
შპს ”ტელეკომპანია პირველმა სტერეომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (N8,20.03.06) საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის გარდა) მის კუთვნილ რადიოსარელეო ხაზების განშტოების წერტილებში სექტორულ მიმართულებებით, ფიქსირებული და მოძრავი ტელესარეპორტაჟო სადგურებს შორის სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად, სიხშირის მინიჭების შესახებ.
ამ მიზნით გამოყოფილი იქნა სიხშირე 2390±8 მჰც საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის გარდა).
სიხშირე განსაზღვრულია ფიქსირებული და მოძრავი ტელესარეპორტაჟო სადგურებს შორის უსადენო დაშვების რადიოხაზებით სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად, და გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.
“ მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ტელეკომპანია პირველ სტერეოს” სიხშირე – 2390 ± 8 მჰც რადიალურ სექტოებში საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის გარდა) ფიქსირებული და მოძრავი ტელესარეპორტაჟო სადგურებს შორის უსადენო დაშვების რადიოხაზებით სატელევიზიო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, NB20 ლიცენზიის მოქმედების ვადით (03.10.2013).
2. აღირიცხოს შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ტელეკომპანია პირველი სტერეოსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში
5.. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
