შპს ”პროფესიული დაცვის ლიგისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2007
მიღების თარიღი აპრილი 20, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\\\\\") აღნიშნავს, რომ შპს ”პროფესიულმა დაცვის ლიგამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, № 202341144; 16.06.06) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში და ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვითი საქმიანობისთვის) რვა სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”პროფესიული დაცვის ლიგას” 151.275 მგჰც, 152.925 მგჰც, 157.125 მგჰც, 158.225 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 152.075 მგჰც, 152.100 მგჰც, 157.350 მგჰც, 157.375 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ”პროფესიული დაცვის ლიგისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”პროფესიული დაცვის ლიგისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
