წვდომის მენიუ

შპს ”ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 199 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2007

მიღების თარიღი აპრილი 20, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვამ”  (რეგისტრირებული  ვანის რ-ლი სასამართლოს მიერ, № 29/5-ბ-85; 02.02.05) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე დაცვითი საქმიანობისთვის ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე (ორი სიხშირე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში და ერთი სიხშირე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში). სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას”  441.150 მგჰც, 446.400 მგჰც და 165.550 მგჰც სიხშირეები ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

             კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები