შპს ” მუსიკალური იმედის” №1458 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2007
მიღების თარიღი იანვარი 12, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 1 დეკემბერს კომისიას თხოვნით მომართა შპს ”მუსიკალური იმედის” დირექტორმა ლ. ბუჩუკურმა, რათა გაუქმებულიყო შპს ”მუსიკალური იმედის” მფლობელობაში არსებული №1458 ლიცენზია.
“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე, 120-ე და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მუსიკალური იმედის”№1458 ლიცენზიის გაუქმების მიზნით;
2. შპს ”მუსიკალური იმედის” №1458 ლიცენზიის გაუქმების საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 16 თებერვალს, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე, მიღებულ იქნას 2007 წლის 23 თებერვალს;
3. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
4. გაეგზავნოს შპს ”მუსიკალურ იმედს” წინამდებარე გადაწყვეტილება (მ.აროშიძე) შესაბამისი თანმხლები წერილით;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ.რატიშვილი)
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი