წვდომის მენიუ

შპს ”ომეგა მ.ბ.რ.” -ისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 202 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2007

მიღების თარიღი აპრილი 20, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ომეგა  მ.ბ.რ.”-მა (რეგისტრირებული  ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის  მიერ, № 7/4-2988; 21.03.05) კომისიას მიმართა განცხადებით   ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვითი საქმიანობისთვის) სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა  და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”ომეგა  მ.ბ.რ.”-ს  405.425 მგჰც, 410.975 მგჰც და 415.425 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”ომეგა  მ.ბ.რ.”-ისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ომეგა  მ.ბ.რ.”-ისთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები