წვდომის მენიუ

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 204 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2007

მიღების თარიღი აპრილი 20, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა   კომისიას მიმართა განცხადებით (№2/37-102ს,26.03.07), ქ.თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივი საჭიროებისთვის,  ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.              

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს     კანონის 64-ე მუხლის  მე-11 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.   მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ქ.თბილისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე  დაცვითი ღონოსძიებების განხორციელებისთვის,  ფიქსირებული სიხშირეები  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2.   საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი. ხარებავა);

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ.  1ა)  1 თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს.შავგულიძე)

 კომისის  თავმჯდომარე                                                           ზ.ნონიკაშვილი                                                                                                            

  კომისიის წევრი                                                                         დ.პატარაია

  კომისიის  წევრი                                                                         გ.ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები