წვდომის მენიუ

შპს ”ჯეოსელი” -სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 210 / 1

გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2007

მიღების თარიღი აპრილი 27, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 13 აპრილის №177/8 გადაწყვეტილებით ციფრების სამნიშნა კომბინაციის 8-5-8 ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად  გამოცხადდა შპს ”ჯეოსელი”. კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით შპს ”ჯეოსელს” „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი თვის ვადაში  გადახდის წესი.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ”ჯეოსელი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (95,250.00 - ოთხმოცდათხუთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) 30%-ს 28,575.00 – (ოცდარვა ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1500.00 (ერთი ათას ხუთასი ლარი) ლარი ანუ 27,075.00 (ოცდაშვიდი ათას სამოცდათხუთმეტი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ჯეოსელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N99 ლიცენზია  და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-5-8 (რვა-ხუთი-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 27 აპრილამდე;

) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (66,675.00 - სამოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (მთაწმინდა-კრწანისი) - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300033020;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (66,675.00 - სამოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდათხუთმეტი ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

5,556.25 ლარი    -   2007 წლის 27 მაისამდე;

5,556.25 ლარი    -   2007 წლის 27 ივნისამდე;

5,556.25 ლარი    -   2007 წლის 27 ივლისამდე;

5,556.25 ლარი    -   2007 წლის 27 აგვისტომდე;

5,556.25 ლარი    -   2007 წლის 27 სექტემბრამდე;

5,556.25 ლარი    -   2007 წლის 27 ოქტომბრამდე;

5,556.25 ლარი    -   2007 წლის 27 ნოემბრამდე;

5,556.25 ლარი    -   2007 წლის 27 დეკემბრამდე;

5,556.25 ლარი    -   2008 წლის 27 იანვრამდე;

5,556.25 ლარი    -   2008 წლის 27 თებერვლამდე

5,556.25 ლარი    -   2008 წლის 27 მარტამდე;

5,556.25 ლარი    -   2008 წლის 27 აპრილამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                        კომისიის თავმჯდომარე                              ზ.ნონიკაშვილი

                        კომისიის წევრები                                         დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები