შპს ”ჯორჯია სექიურითისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2007
მიღების თარიღი აპრილი 27, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\\\") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯია სიქიურითმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ, № 5ა/4-3390; 19.09.02) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვითი საქმიანობისთვის) სამი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ჯორჯია სიქიურითს” 150.550 მგჰც, 156.500 მგჰც და 167.025 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ”ჯორჯია სიქიურითისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯორჯია სიქიურითისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
