საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაკებისათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2007
მიღების თარიღი იანვარი 12, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”), ავტორიზებული პირისა და ლიცენზიის მფლობელის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელების, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირებისა და ლიცენზიის მფლობელების მხრიდან კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამოვლენისა და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე – 1445-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 35-ე და 36-ე მუხლების შესაბამისად,
გადაწყვიტა:
1. მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში შემოწმების ჩატარების უფლებამოსილება მიენიჭოთ კომისიის აპარატის შემდეგ თანამშრომლებს:
ა) გიორგი რატიშვილი – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი;
ბ) მიხეილ გოთოშია – მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;
გ) ამირან შუშანაშვილი – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
დ) ციალა უჯმაჯურიძე – მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ე) ნიკოლოზ წერეთელი – მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
ვ) მარიკა აროშიძე – მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი;
2. უზრუნველყონ კომისიის აპარატის ამ გადაწყვეტილების პირველ პუნქტში აღნიშნულმა პირებმა შემოწმების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად;
3. მიენიჭოთ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს შემოწმების აქტის შედგენის უფლებამოსილება. შემოწმების აქტის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად;
4. მიენიჭოთ ა. შუშანაშვილს, მ. აროშიძეს (მაუწყებლობის რეგუილირების დეპარტამენტი) და ნ. წერეთელს (მონიტორინგის დეპარტამენტი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება. ოქმის შედგენისას უფლებამოსილმა პირებმა იხელმძღვანელონ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის შესაბამისად;
5. ამ გადაწყვეტილების პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2008 წლის 12 იანვრამდე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ფრუიძე
წევრი დავით პატარაია
წევრი ზურაბ ნონიკაშვილი