ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანსა” და შპს “ტექნონეტს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2007
მიღების თარიღი აპრილი 27, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№6/410-07 25.04.2007წ.) მიმართა ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანმა” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F9 ლიცენზიით გათვალისიწნებული რადიოსიხშირული სპექტრიდან 2200- 2382 მჰც ნაწილის, კერძოდ, 2200- 2299 მჰც და 2350 – 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების პირდაპირი გადაპირების წესით შპს ”ტექნონეტზე” გადაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ინდ.მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F9 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2200 - 2382 მჰც სიხშირული დიაპაზონში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) უზრუნველყოს ინდ.მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანმა” 2200- 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.”
როგორც ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანის” განცხადებაშია აღნიშნული, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F9 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ნაწილი, კერძოდ, 2200- 2299მჰც და 2350 – 2382 მჰც ჩადებულ იქნა შპს ”ტექნონეტი”-ს (რეგისტრირებული ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 25 აპრილს რეგისტრაციის №205203153) საწესდებო კაპიტალში და შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს ზემოაღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების პირდაპირი გადაპირების წესით შპს ”ტექნონეტზე” გადაცემას.
კომისია აღნიშნავს, რომ ინდ.მეწარმე “კონსტანტინე ასათიანის” მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა შპს ”ტექნონეტი”-ს წესდება, პარტნიორთა კრების ოქმი, რეგისტრაციის მოწმობა, ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან და ამავე დროს შპს ”გლობალ აუდიტის” სერტიფიცირებული აუდიტორის - ზაქარია შიშმანაშვილის დასკვნა კონსტანტინე ასათიანის მიერ შპს ”ტექნონეტი”-ს საწესდებო კაპიტალში ჩასადები ქონების შეფასების შესახებ.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისისას შესაძლებლად მიაჩნია ინდ. მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანი”-ს №F9 ლიცენზიას გამოეყოს 2200- 2299მჰც და 2350 – 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ტექნონეტი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ტექნონეტი” უფლებამოსილი იქნება დაიწყოს აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემდეგ და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. №F9 ლიცენზიას გამოეყოს 2200- 2299მჰც და 2350 – 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს № F47 და განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული ზოლები: 2200 მჰც ÷ 2299 მჰც და 2350 მჰც ÷ 2382 მჰც უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) უზრუნველყოს შპს „ტექნონეტმა“ 2200 მჰც ÷ 2299 მჰც და 2350 მჰც ÷ 2382 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
2. № F47 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ტექნონეტი”;
3. ინდ.მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანის” №F9 ლიცენზიას მიენიჭოს № F48 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული ზოლი: 2299 მჰც ÷ 2350 მჰც უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილოვანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის ქ.თბილისში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 05.05.2016-მდე;
გ) უზრუნველყოს ინდ.მეწარმე ”კონსტანტინე ასათიანმა” 2299 მჰც ÷ 2350 მჰც რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
