“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დანიშნული ზეპირი მოსმენის გადადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2007
მიღების თარიღი აპრილი 27, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2006 წლის 17 ნოემბერს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული დადგენილება უნდა მიღებულიყო 2007 წლის 1 აპრილამდე.“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, მისი მიღება უნდა განხორციელდეს ლიცენზიის მფლობელებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ ზეპირი მოსმენის სხდომის დღისათვის – 2007 წლის 16 მარტისათვის საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის გარდა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი კომპანიების არ ჩართულან პროექტის განხილვაში.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების მიღების ვადა “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადატანილია 2007 წლის 1 ივნისამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე და 76-ე მუხლების, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ,
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენის ხდომა 2007 წლის 15 ივნისამდე;
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი)
კომისიის თავმჯდომარე
ზურაბ ნონიკაშვილი
წევრები :
დავით პატარაია
გიორგი ფრუიძე
