წვდომის მენიუ

შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ოდიში”-სათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე

ნომერი: 226 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2007

მიღების თარიღი მაისი 04, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობებლებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

    კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის რადისიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (2007 წლის 24 აპრილი), რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ 2007 წლის 19 აპრილს აღნიშნული დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სიხშირული სპექტრის მონიტორნგი ქ. ზუგდიდში. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 101.9 მჰც სიხშირეზე (რომელიც საქარველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 29 დეკემბრის №568/2 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს შპს ”რადიო არტს” ქ. ზუგდიდში), რადიო მაუწყებლობას შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ახორციელებს შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ოდიში”. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საკითხთან დაკავშირებით შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000001 ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 37-ე მუხლის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 35-ე პუნქტისა და 240-ე მუხლის შესაბამისად.

      კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია ”ოდიშს” ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა საფუძველი წარმოების შეწყვეტის, აგრეთვე  შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ოდიშის” წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე აღიარა შესაბამისი ლიცენზიის გარეშე რადიომაუწყებლობა ქ. ზუგდიდში, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის შესაბამისად იწვევს დამრღვევი პირისათვის  ადმინისტრაციული სახდელის დადებას 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

    “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 38-ე, 41-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის შესაბამისად შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია “ოდიშს” დაედოს ადმინისტრაციული სახდელი 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

2. შპს დამოუკიდებელმა ტელეკომპანია “ოდიშმა” შეწყვიტოს რადიომაუწყებლობის განხორციელება 101.9 მგჰც რადიოსიხშირეზე დაუყოვნებლივ, ხოლო ამ გადაწყევტილების პირველ პუნქტში გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი 15 დღის ვადაში ჩარიცხოს შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი 200122900, ბანკი - სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი -  220101222, სახაზინო კოდი - 300341116 და წარმოადგინოს კომისიაში გადახდის ქვითარი;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია “ოდიში”-სათვის  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) 10 დღის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                   ზ. ნონიკაშვილი                                                                                                              

კომისიის წევრები:                                                               გ. ფრუიძე                                                                                                                                                                                       

                                                                                             დ.პატარაია

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები