წვდომის მენიუ

შპს “საქაერონავიგაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 227 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2007

მიღების თარიღი მაისი 04, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 მაისის  N 7/4-1327(2) დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 8/505, 30.03.07) ქ. თბილისის და ქ. ბათუმის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სამი სიხშირისა და აგრეთვე, ქ. ბათუმში, რადიოსარელეო ხაზისთვის მონაკვეთზე აეროპორტი-მაგთის ანძა 13 გჰც დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”საქაერონავიგაციას” 440.150 მჰც, 441.500 მჰა და 446.150 მჰც სიხშირეები ზოლის სიგანით 25 კჰც  ქ. თბილისში და ქ. ბათუმში, აგრეთვე, 12849±14 მჰც და 13115±14  მჰც სიხშირეები  ქ. ბათუმში, რადიოსარელეო ხაზისთვის მონაკვეთზე აეროპორტი (N41,36,31 E041,36,24) - მაგთის ანძა (N41,37,00 E041,38,11), ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ”საქაერონავიგაციისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”საქაერონავიგაციისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები