შპს „რადიო უცნობისთვის ” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2007
მიღების თარიღი მაისი 04, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „რადიო უცნობმა” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/87-07,11.04.07) სტუდიიდან გადამცემ სადგურამდე (ქ.თბილისის სატელევიზიო ანძა) რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის ადრე მინიჭებული სიხშირის ნაცვლად ახალი სიხშირის მინიჭების აუცილებლობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო უცნობი” (საფირმო სახელწოდების შეცვლამდე, ”ქართული კულტურის ტალღა” რაც ქ.თბილისის საგადასახადო ინპექციის 2006 წლი 15 სექტემბრის ბრძანებით №7250/006-5/4-38/2-შპს განხორციელდა) № B70 ლიცენზიის (ვადა 23.07.2014) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს ქ.თბილისში FM დიაპაზონის 98.0 მჰც სიხშირეზე, 1 კილოვატი სიმძლავრის რადიოსამაუწყებლო გადამცემის გამოყენებით.
კომისიის გადაწყვეტილებით (№405/13,13.08.04) შპს ”ქართული კულტურის ტალღას” (ამჟამად შპს ”რადიო უცნობი”) რადიოსარელეო სადგურის ფუნქციონირებისთვის მიენიჭა სიხშირე 10995 მჰც, რომლითაც კომპანია სარგებლობდა შეუფერხებლად, მონაკვეთზე: სტუდია-ანძა.
სტუდიის განთავსების ადგილის შეცვლის შემდგომ (ქ.თბილისი, კოსტავას ქ. №68, საზოგადოებრივი მაუწყებლის სასტუდიო კომპლექსის შენობა, რომელშიც ფართი 3-წლიანი იჯარით არის აღებული), აღნიშნულ სიხშირის გამოყენება რადიოსარელეო გადამცემის ფუნქციონირებისთვის დაუშვებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, სიხშირული ზოლების თანხვედრის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელიტური მიმღები სისტემის მიმართ მნიშვნელოვანი დონის ხელშეშლა წარმოიქმნა.
კომისია აღნიშნავს, რომ წარმოქმნილი ხელშეშლის გამორიცხვის მიზნით შპს ”რადიო უცნობს” გამოეყო განსხვავებული სიხშირე 13087 მჰც±14მჰც, რაც გათვალისწინებულია, ახალ მისამართზე (კოსტავას ქ. № 68) განლაგებული სტუდიიდან, ქ.თბილისის სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზის ფუქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”რადიო უცნობს” სიხშირე 13087 მჰც±14 მჰც, ქ.თბილისში, სტუდიიდან (კოსტავას ქ.№68) რადიოსამაუწყებლო გადამცემ სადგურამდე (ქ.თბილისის სატელევიზიო ანძა) სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 23.07.2014);
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი კომისიის 2004 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება №405/13;
3. აღირიცხოს შპს ”რადიო უცნობისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”რადიო უცნობისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
