წვდომის მენიუ

შპს "შავი ზღვის ტელეკომი"- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 232 / 1

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2007

მიღების თარიღი მაისი 04, 2007

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 30 მარტის №161/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, 3483.5 მჰც¸ 3494.0 მჰც, 3583.5 მჰც¸  3594.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”.

ამავე გადაწყვეტილებით, შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (6,986,689.60 ექვსი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაექვსი ათას ექვსას ოთხმოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) 30%-ს - 2,096,006.88  (ორი მილიონ ოთხმოცდათექვსმეტი ათას ექვსი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 79,455,45 აშშ დოლარის - კონვერტაციის შედეგად მიღებული 134,279.71 (ას ოცდათოთხმეტი ათას ორას სამოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი ანუ 1,961,727.17 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაერთი ათას შვიდას ოცდაშვიდი ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”შავი ზღვის ტელეკომი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია - 1,962,150.00 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაორი ათას ას ორმოცდაათი ლარი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”შავი ზღვის ტელეკომს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F49 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

) რადიოსიხშირული სპექტრი: 3483.5 მჰც ÷ 3494.0 მჰც და 3583.5 მჰც  ÷ 3594.0 მჰც სიხშირული ზოლები ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში;  

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 4 მაისამდე;

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) ლიცენზიის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში არანაკლებ ერთი გადამცემით მომსახურება შემდეგ რეგიონებში:

რეგიონი 1: ქ.თბილისი, დაბა წყნეთი;

რეგიონი 2: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა;

რეგიონი 3: ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარელის რაიონები;

რეგიონი 4:  ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის, რაიონები;

რეგიონი 5: გორის, კასპის, ქარელის,ხაშურის, ცხინვალის, ჯავის რაიონები;

რეგიონი 6: ქ.რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი-წყაროს, მარნეულის,  წალკის რაიონები;

რეგიონი 7: ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები;

რეგიონი 8: ქ.ქუთაისი, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის,  თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის,  ხარაგაულის, ხონის რაიონები;

რეგიონი 9: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები;

რეგიონი 10: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის,  ცაგერის რაიონები;

რეგიონი 11: ქ.ფოთი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის,ხობის  რაიონები,;

რეგიონი 12: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (4,890,259.89 - ოთხი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათას ორას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი)  გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043021;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (4,890,259.89 - ოთხი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათას ორას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

407,521.65 ლარი    -   2007 წლის 4 ივნისამდე;

407,521.65 ლარი    -   2007 წლის 4 ივლისამდე;

407,521.65 ლარი    -   2007 წლის 4 აგვისტომდე;

407,521.65 ლარი    -   2007 წლის 4 სექტემბრამდე;

407,521.65 ლარი    -   2007 წლის 4 ოქტომბრამდე;

407,521.65 ლარი    -   2007 წლის 4 ნოემბრამდე;

407,521.65 ლარი    -   2007 წლის 4 დეკემბრამდე;

407,521.65 ლარი    -   2008 წლის 4იანვრამდე;

407,521.65 ლარი    -   2008 წლის 4 თებერვლამდე

407,521.65 ლარი    -   2008 წლის 4 მარტამდე;

407,521.65 ლარი    -   2008 წლის 4 აპრილამდე;

407,521.65 ლარი    -   2008 წლის 4 მაისამდე;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო  რეესტრში შეტანა;

ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრები                                                                 დ.პატარაია

                                                                                               გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები