საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2007
მიღების თარიღი მაისი 11, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 11 მაისის N 29 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. დამატებით შეტანილ იქნეს N 29 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 1 (ერთი) საკითხი:
ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
2. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 11 მაისის N 29 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
