საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2007
მიღების თარიღი მაისი 11, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოდეზიური კვლევის ცენტრმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 73-02-709, 17.04.07) საქართველოს ტერიტორიაზე სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია საინჟინრო-გეოდეზიური კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 410.225 მგჰც სიხშირე (ზოლის სიგანე 25 კჰც) საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
