წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 4 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 24 / 17

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2007

მიღების თარიღი იანვარი 18, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 18 იანვრის N 4 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს მ/წლის კომისიის № 4 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 და მე-3 საკითხები (შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის და შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) კომისიის 26 იანვრის № 5 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. დამატებით შეტანილ იქნეს  წარმოდგენილ N 4  სხდომის დღის წესრიგის პროექტში 4 (ოთხი) საკითხი:

ა) ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ბ) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. რუსთავში ნუმერციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს.  ნ. ნიჟარაძე);

გ) შპს ტელერადიოკომპანია ”საქართველოს ხმის” № 705 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);

დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამეწარმეო კონტროლის სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი).

3. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 18 იანვრის N 4 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

              კომისიის თავმჯდომარის მ.შ.                                                        გ. ფრუიძე

                                   კომისიის წევრი                                                         დ. პატარაია

                                    კომისიის წევრი                                                      ზ. ნონიკაშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები