წვდომის მენიუ

“საქრთველოს თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცერთა ვეტერანთა კავშირისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 240 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2007

მიღების თარიღი მაისი 11, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ “საქრთველოს თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცერთა ვეტერანთა კავშირმა”  (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ისანი-სამგორის რ-ლი სასამართლოს  მიერ, № 7/9-303; 01.09.04) კომისიას მიმართა განცხადებით (№32, 16.04.07)  ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში (დაცვითი საქმიანობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს “საქრთველოს თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცერთა ვეტერანთა კავშირს”  409.950 მგჰც და 415.100 მგჰც სიხშირეები (ზოლის სიგანე 25 კჰც) ქ. თბილისის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს “საქრთველოს თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცერთა ვეტერანთა კავშირისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში “საქრთველოს თავდაცვის სამინისტროს თადარიგის ოფიცერთა ვეტერანთა კავშირისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები