წვდომის მენიუ

შპს “დაცვის სამსახური I & G”-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 241 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2007

მიღების თარიღი მაისი 11, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “დაცვის სამსახური I & G”-მ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის N 5/4-4238 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 02/01/69; 17.04.07) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. დებულების თანახმად, შპს “დაცვის სამსახური I & G”-ს საქმიანობის საგანია უსაფრთხოებითი და დაცვითი  მომსახურების გაწევა. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “დაცვის სამსახური I & G”-ს  442.150 მგჰც  და  448.200 მგჰც სიხშირეები (ზოლის სიგანე 25 კჰც) ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით,  ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “დაცვის სამსახური I & G”-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს “დაცვის სამსახური I & G”-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                      ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები