შპს “ევორდ-მაელსკისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2007
მიღების თარიღი მაისი 11, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ევორდ-მაელსკმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 202223227, 12.03.07) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს “ევორდ-მაელსკის” საქმიანობის საგანია ტვირთების ტრანსპორტირება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ევორდ-მაელსკს” 415.075 მგჰც და 420.275 მგჰც სიხშირეები (ზოლის სიგანე 25 კჰც) ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს “ევორდ-მაელსკისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ევორდ-მაელსკისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
