ი/მ ”ნელი გოდუაძისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 21, 2007
მიღების თარიღი მაისი 11, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”ნელი გოდუაძემ” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 112783426; 08.02.07) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 7/92-07, 17.04.07) ქ. ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში (ტაქსებით მომსახურეობისთვის) ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/მ ”ნელი გოდუაძეს” 161.125 მგჰც და 166.125 მგჰც სიხშირეები (ზოლის სიგანე 25 კჰც) ქ. ფოთში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ი/მ ”ნელი გოდუაძისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/მ ”ნელი გოდუაძისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
