სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო) სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2007
მიღების თარიღი იანვარი 18, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედმა (საქართველო) (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 აგვისტოს N 5ა/8-149 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (SCP/OUT/042/06; 20.12.06.) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მშენებარე მილსადენის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის UHF დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები განსაზღვრულია მომსახურე პერსონალს შორის ოპერატიული რადიოკავშირების განსახორცილებლად და გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედს (საქართველო) 408.500 მგჰც და 415.300 მგჰც სიხშირეები, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო) მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო) სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი ზ. ნონიკაშვილი