წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 32 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 252 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2007

მიღების თარიღი მაისი 18, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 18 მაისის N 32 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. გადატანილ იქნეს კომისიის მ/წლის 18 მაისის N 32 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხის (შპს ”ინფოტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) განხილვა ორი კვირით, მხარეთა მიერ მოსალაპარაკებლად მოთხოვნილი ვადის გათვალისწინებით;

2.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 18 მაისის N 32 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                       კომისიის თავმჯდომარე                                                     ზ. ნონიკაშვილი

                                   კომისიის წევრი                                                     დ. პატარაია

                                   კომისიის წევრი                                                      გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები