წვდომის მენიუ

შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სა და შპს “სელკომს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების შესახებ

ნომერი: 253 / 5

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2007

მიღების თარიღი მაისი 18, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს  “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ (წერილი №6/379-07 17.04.2007წ.) და წარმოუდგინა შპს ”სელკომ”-თან  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F19 ლიცენზიის ნაწილის გადაპირების შესახებ 2007 წლის 5 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს №F19 ლიცენზიით გათვალისიწნებული რადიოსიხშირული სპექტრიდან ნაწილის შპს ”სელკომზე” გადაპირებას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F19 ლიცენზიას შემდეგი პირობებით: 1880-1900 მჰც, 1900-1910 მჰც,  1974.375-1979.375 მჰც; სიხშირულ დიაპაზონში გადამცემის სიმძლავრე - 20 ვტ; საქართველოს ტერიტორია (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა). 

კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად, შპს  “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”  შპს ”სელკომს” გადასცემს №F19 ლიცენზიის შემდეგ ნაწილს: 1880 მჰც-დან 1894.375-მდე და 1899.375მჰც-დან 1910მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა) და 1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ხოლო შპს  “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” შესაბამისად რჩება  1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე  (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა).

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ  შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისისას შესაძლებლად მიაჩნია განხორციელდეს შპს  “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F19 ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირება შპს ”სელკომზე”.

    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. №F19 ლიცენზიას გამოეყოს 1880 მჰც-დან 1894.375-მდე და 1899.375 მჰც-დან 1910 მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა) და 1894.375 მჰც-დან 1899.375 მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს №F50 და განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1880 მჰც-დან 1894.375-მდე და 1899.375მჰც-დან 1910მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე (ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა) და 1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

ბ) გადამცემის სიმძლავრე - 20 ვტ;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  29.04.2008 წ-მდე;

დ) უზრუნველყოს შპს „სელკომმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული  რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

2. № F50 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”სელკომი”;

3. შპს  “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს №F19 ლიცენზიას მიენიჭოს  №F51 და  განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1894.375მჰც-დან 1899.375მჰც-მდე და 1974.375 მჰც-დან 1979.375-მჰც-მდე საქართველოს ტერიტორიაზე  (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რაიონების: წალკის, დმანისის, ბოლნისის, თეთრი წყაროს, მარნეულის, გარდაბანის გარდა);

ბ) გადამცემის სიმძლავრე - 20 ვტ;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა:  29.04.2008 წ-მდე;

დ) უზრუნველყოს შპს  “ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ წინამდებარე გადაწყვეტილების მესამე  პუნქტის ა) ქვეპუნქტში აღნიშნული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის”  შესაბამისად და ავტორიზებული საქმიანობისთვის;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების ორგანიზება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარე                                                                    ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრები                                                                            

დ.პატარაია

                                                                                                             გ.ფრუიძე                                                                                                                                                                                                                

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები