შპს „ახალი ქსელები“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2007
მიღების თარიღი მაისი 18, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 13 აპრილის №178/8 გადაწყვეტილებით ქ.თბილისში 187XXX-189XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ახალი ქსელები“. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ახალ ქსელებს“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდის წესი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ახალი ქსელები“-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 1,417.50 – (ერთი ათას ოთხას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 450.00 (ოთხას ორმოცდაათი ლარი) ლარი ანუ 967.50 (ცხრაას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „ახალ ქსელებს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N100 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 187XXX-189XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2017 წლის 18 მაისამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (3,307.50 - სამი ათას სამას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (3,307.50 - სამი ათას სამას შვიდი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
275.62 ლარი - 2007 წლის 18 ივნისამდე;
275.62 ლარი - 2007 წლის 18 ივლისამდე;
275.62 ლარი - 2007 წლის 18 აგვისტომდე;
275.62 ლარი - 2007 წლის 18 სექტემბრამდე;
275.62 ლარი - 2007 წლის 18 ოქტომბრამდე;
275.62 ლარი - 2007 წლის 18 ნოემბრამდე;
275.62 ლარი - 2007 წლის 18 დეკემბრამდე;
275.62 ლარი - 2008 წლის 18 იანვრამდე;
275.62 ლარი - 2008 წლის 18 თებერვლამდე;
275.62 ლარი - 2008 წლის 18 მარტამდე;
275.62 ლარი - 2008 წლის 18 აპრილამდე;
275.62 ლარი - 2008 წლის 18 მაისამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
