წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიშისა და ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვის შესახებ

ნომერი: 256 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2007

მიღების თარიღი მაისი 18, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, საჯაროდ, საზოგადოების მონაწილეობით განიხილა  კომისიის 2006 წლის საქმიანობის ანგარიში, და

გადაწყვიტა:

1. მოწონებულ იქნეს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი კომისიის 2006 წლის საქმიანობის ანგარიში;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია) კომისიის 2006 წლის საქმიანობის ანგარიშის პოლიგრაფიული სახით გამოცემის ორგანიზება;

3. დაევალოს კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტს (მ. აროშიძეს) კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე მ/წლის 1 ივნისამდე გამოქვეყნება;

4. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები”;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,სარაჯიშვილის 1ა) 1 თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია). 

კომისიის თავმჯდომარე                                     ზ. ნონიკაშვილი

                 წევრი:                                             დ. პატარაია        

                 წევრი:                                            გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები