შპს „იმერვიზიისთვის” რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 01, 2007
მიღების თარიღი იანვარი 18, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „იმერვიზიამ” კომისიას მიმართა განცხადებით (№ 165,18.12.06) ქ.ჭიათურაში სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმერვიზია” №B30 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.2011) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს ქ.ჭიათურაში მე-8 სატელევიზიო არხზე, 50 ვატი სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმერვიზიას” გამოეყო 28 მჰც სიგანის (3716.5 მჰც±14 მჰც) სიხშირული ზოლი.
რადიოსიხშირე 3716,5 მჰც ზოლის სიგანით ±14 მჰც, გათვალისწინებულია, ქ.ჭიათურაში სტუდიიდან (ნინოშვილი ქ. №7) გადამცემ სადგურამდე (ჭიათურის სატელევიზიო ანძა) ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად. სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „იმერვიზიას” სიხშირე 3716,5 მჰც ±14მჰც, ქ.ჭიათურაში სტუდიიდან სატელევიზიო გადამცემ სადგურამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული პარამეტრების შესაბამისად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2011);
2. აღირიცხოს შპს „იმერვიზიისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „იმერვიზიისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობისშემსრულებელი გ.ფრუიძე
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი ზ.ნონიკაშვილი