წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 33 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 262 / 17

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2007

მიღების თარიღი მაისი 25, 2007

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 25 მაისის N 33 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. დამატებით შეტანილ იქნეს  N 33 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში  6 (ექვსი) საკითხი:

ა) ”კლასიკური მუსიკის ხელშემწყობი ასოციაციისთვის” რადიოსარელეო კავშირისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ბ) ”კლასიკური მუსიკის ხელშემწყობი ასოციაციისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

გ) შპს ”მაგთიკომისთვის” შპს ”ახტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე წარმოების შეწყვეტის შესახებ (მომხს. გ. კვალიაშვილი);

დ) შპს ”დელტანეტსა” და შპს ”ტექნონეტს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

ე) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. გ. ბუთბაია);

ვ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 25 მაისის N 33 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

                         კომისიის თავმჯდომარე                                                     ზ. ნონიკაშვილი

                                   კომისიის წევრი                                                     დ. პატარაია

                                   კომისიის წევრი                                                      გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები