სსიპ “ფონდი-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთვის” სიხშირის მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 368/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2007
მიღების თარიღი მაისი 25, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სსიპ “ფონდმა-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” კომისიას მიმართა განცხადებით 415.050 მგჰც სიხშირის მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს №368/13 გადაწყვეტილებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუქმებულ იქნეს სსიპ “ფონდი-ათასწლეულის გამოწვევა საქართველოსთვის” 415.050 მგჰც სიხშირის მინიჭება, ხოლო კომისიის 2006 წლის 11 აგვისტოს № 368/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
