წვდომის მენიუ

შპს ”აბჯარი 2004”-სთვის სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 30 მარტის № 169/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 267 / 22

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2007

მიღების თარიღი მაისი 25, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”აბჯარი 2004”-მა კომისიას მიმართა განცხადებით 404.025 მჰც და 409.275 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2007 წლის 30 მარტის  №169/13  გადაწყვეტილებით.

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნეს შპს ”აბჯარი 2004”-სთვის   404.025 მჰც და 409.275 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო კომისიის 2007 წლის 30 მარტის №169/13 გადაწყვეტილება ცნობილ იქნას  ძალადაკარგულად;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები