წვდომის მენიუ

შპს „ცენტრისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 270 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2007

მიღების თარიღი მაისი 25, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ცენტრმა” (რეგისტრირებული კრწანისის სასამართლოს მიერ, რეგისტრაციის №06/4-432, საიდენტიფიკაციო კოდი-204381338) კომისიას მიმართა განცხადებით № 14/29, 01.05.07,  ბაზალეთის ტბის ტურისტული კომლექსის შიდა მოხმარების სატელეფონო სადგურის საქართველოს კავშირგაბმულობის ქსელთან მიერთების მიზნით,  ქ.დუშეთის ანძიდან (ს.მლაშე)   კომპლექსამდე, 2006 წლის 1 დეკემბრის კომისიის გადაწყვეტილებით №520/13 მინიჭებული სიხშირის (10140 მჰც ±14 მჰც) შესაბამისი,შეწყვილებული სიხშირის მინიჭების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ცენტრს”  შესაძლებელია  გამოეყოს   28მჰც სიგანის  (10670მჰც±14მჰც) სიხშირული ზოლი.

სიხშირე 10670მჰც±14მჰც გათვალისწინებულია, ქ.დუშეთის ანძიდან (ს.მლაშე), ბაზალეთის ტბის ტურისტულ კომლექსამდე  რადიოსარელეო ხაზის უკუარხის ფუნქციონირებისთვის, შიდა მოხმარების სატელეფონო სადგურის, საქართველოს კავშირგაბმულობის ქსელთან დასაკავშირებლად.  სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ცენტრს” სიხშირე 10670მჰც±14მჰც ქ.დუშეთის ანძიდან (ს.მლაშე), ბაზალეთის ტბის ტურისტულ კომლექსამდე  რადიოსარელეო ხაზის უკუარხის ფუნქციონირებისთვის, ერთი წლის ვადით;

2. წარმოადგინოს შპს „ცენტრმა” გამოყენებული რადიოსარელეო  გადამცემი სადგურის სრული ტექნიკური პარამეტრები, სადგურის ინსტალაციის შემდგომ  ერთი თვის ვადაში;

3.აღირიცხოს შპს „ცენტრისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

4.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ცენტრისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;   

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

 კომისიის  თავმჯდომარე                                                          ზ.ნონიკაშვილი

კომისიის  წევრი                                                                                  დ.პატარაია

კომისიის  წევრი                                                                                     გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები