შპს ”ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2007
მიღების თარიღი მაისი 25, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ”ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთმა” (რეგისტრირებული ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ, № 10/5/გ-01, 12.06.05.) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. ფოთის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ხუთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთს” 405.325 მჰც, 405.350 მჰც, 405.375 მჰც, 405.400 მჰც და 405.450 მჰც სიხშირეები (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ფოთის ტერიტორიაზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ”ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ფოთისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
