„კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის” რადიოსარელეო კავშირისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2007
მიღების თარიღი მაისი 25, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას” გამოეყო 1525.5 მჰც ± 0.15 მჰც სიხშირე ქ. თბილისში, სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად რადიოსარელეო ხაზის ფუქციონირებისთვის და 230.6 მჰც ± 0.2 მჰც სიხშირე ქ.თბილისში მოძრავი რადიოსარეპორტაჟო სადგურის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას” 1525.5 მჰც ± 0.15 მჰც სიხშირე ქ. თბილისში, სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიოსამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზის ფუქციონირებისთვის და 230.6 მჰც ± 0.2 მჰც სიხშირე ქ.თბილისში მოძრავი რადიოსარეპორტაჟო სადგურის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 22.12.2016);
2. აღირიცხოს ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ”კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
