წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომის” განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 276 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2007

მიღების თარიღი მაისი 25, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”ახტელთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ახტელს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელმაც 2007 წლის  1 იანვრისათვის შეადგინა 215,235.30  ლარი.               

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

შპს ”მაგთიკომმა” კომისიის 2007 წლის 25 მაისის სხდომაზე განაცხადა, რომ შპს ”ახტელის” მხრიდან დავალიანება სრულად არის დაფარული და შესაბამისად აღარ მოითხოვს თანხმობის მიცემას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ

              გადაწყვიტა:

1.შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომის” განცხადების თაობაზე;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                             ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრები:                                                        

დ. პატარაია                                                                                                                                                                                             

გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები