შპს “დელტანეტსა” და შპს “ტექნონეტს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ნაწილობრივ გადაპირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2007
მიღების თარიღი მაისი 25, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№6/531-07 23.05.2007წ.) მიმართა შპს “დელტანეტმა” და წარმოუდგინა შპს ”ტექნონეტთან” 2007 წლის 18 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება №132/1, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F45 ლიცენზიით გათვალისიწნებული რადიოსიხშირული სპექტრიდან 2284 ÷ 2382 მჰც ნაწილის, კერძოდ, 2284მჰც-დან 2300 მჰც-მდე და 2350მჰც - დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების პირდაპირი გადაპირების წესით შპს ”ტექნონეტზე” გადაცემის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”დელტანეტი” ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F45 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2284 ÷ 2382 მჰც სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა)
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1 (ერთი) წელი;
დ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 2 მარტის №109/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.”
როგორც კომისიაში წარმოდეგნილ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F45 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის ნაწილი, კერძოდ, 2284მჰც-დან 2300 მჰც-მდე და 2350 მჰც - დან 2382 მჰც-მდე გადაეცემა შპს ”ტექნონეტ”-ს ნაწილობრივი გადაპირების წესით, ხოლო შპს ”დელტანეტს” შესაბამისად რჩება 2300მჰც-დან 2350 მჰც-მდე. ამავე დროს, ხელშეკრულების 4.3. პუნქტის შესაბამისად ლიცენზია №45 დანართ №1-ით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის (538,461.00 ხუთას ოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაერთი ლარი) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს შპს ”დელტანეტი”.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შეისწავლა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოარკვია, რომ ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისისას შესაძლებლად მიაჩნია: შპს ”დელტანეტი”-ს №F45 ლიცენზიას გამოეყოს 2284მჰც-დან 2300 მჰც-მდე და 2350მჰც - დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ტექნონეტი” და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. №F45 ლიცენზიას გამოეყოს 2284 მჰც-დან 2300 მჰც-მდე და 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ცალკე ლიცენზიად, მიენიჭოს № F52 და განისაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2284 მჰც-დან 2300 მჰც-მდე და 2350მჰც-დან 2382 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) უზრუნველყოს შპს „ტექნონეტმა“ 2284 მჰც-დან 2300 მჰც-მდე და 2350 მჰც-დან 2382 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
2. № F52 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”ტექნონეტი”;
3. შპს ”დელტანეტი”-ს №F45 ლიცენზიას მიენიჭოს № F53 და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2300 მჰც-დან 2350 მჰც-მდე სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2007 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 18 იანვრამდე;
გ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) უზრუნველყოს შპს „დელტანეტმა“ 2300 მჰც-დან 2350 მჰც-მდე რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის 70%-ის დარჩენილი ნაწილის (538,461.00 ხუთას ოცდათვრამეტი ათას ოთხას სამოცდაერთი ლარი) გადახდის ვალდებულება კომისიის 2007 წლის 2 მარტის №109/1 გადაწყვეტილების შესაბამისად.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე