“მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 30, 2007
მიღების თარიღი მაისი 25, 2007
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ე) ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად;
2. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
3. “მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 15 ივნისს, 16 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან დადებითი სამართლებრივი დასკვნის მიღების შემდეგ;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი) და სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს (გ. ბუთბაია).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
