საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2007
მიღების თარიღი მაისი 25, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების შემოწმებისთვის კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტში ფუნქციონირებს საეთერო მონიტორინგის ავტომატიზირებული სისტემა შესაბამისი მონაცემთა ბაზით.
პროგრამული უზრუნველყოფით მოდერნიზირებულ კომისიის უწყრებრივ რეესტრში, სიხშირული რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებული მონაცემების შეტანისა და ზემოაღნიშნულ სისტემის მონაცემთა ბაზასთან შეთავსების პროცესში, გამოვლინდა რიგ გადაწყეტილებებში ზოგიერთი სპეციფიკური ტექნიკური პარამეტრის დაკონკრეტების აუცილებლობა, რაც გადაწყვეტილების შინაარსობრივ და სამართლებრივ საკითხებთან არ არის დაკავშირებული.
კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეების მინიჭების შესახებ კომისიის მიერ მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებაში, როდესაც მინიჭებული სიხშირეების ზოლების სტანდარტული პარამეტრები განსაზღვრულია (VHF და UHF დიაპაზონებში რადიოკავშირის არხებისთვის 25კჰც, სტერეოფონური რადიომაუწყებლობისთვის - 300 კჰც, სატელევიზიო არხებისთვის - 8 მჰც, სარელეო ხაზებისთვის ზოგადად 28 მჰც დ.ა.შ.), ინფორმაციის სიჭარბის გამო არ არის მითითებული დაკავებული ზოლის სიგანე ან მისი საზღვრები. რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ ზოგიერთ გადაწყვეტილებაში, როდესაც მაგისტრალის უბნების და უბნებზე სიხშირეების მონაცვლეობის წესის წარმოდგენა იმავე გადაწყვეტილებით ოპერატორს ევალება, არ არის განსაზღვრილი უბნები, შესაბამისად სადგურების განლაგების ადგილები, რაც ინსტალაციის შემდგომ წარმოდგენილი საანკეტო მონაცემებით ზუსტდება.
კომისია აღნიშნავს, რომ რიგ გადაწყეტილებებში ზოგიერთი სპეციფიკური ტექნიკური პარამეტრის დაკონკრეტების აუცილებლობა, ზემოთ განმარტებული მიზეზებით არის გამოწვეული, კერძოდ: კომისიის უწყებრივ რეესტრში მონაცემთა შეტანის დროს სიხშირული ზოლის ან ზოლის საზღვრების მიუთითებლობა, პროგრამის მიერ აღიქმება როგორც ,,0”, რაც წინააღმდეგობაში მოდის მონიტორინგის ავტომატიზირებული სისტემის მონაცემთა ბაზის პროგრამული მართვის სისტემასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რადიოსიხშირული სპექტრით საგებლობის ლიცენზიის გაცემის და მოდიფიცირების შესახებ კომისიის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებში, რომელშიც საჭიროა ტექნიკური პარამეტრების დაზუსტება, შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.
კომისია ამავე დროს მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოდიფიცირდეს კომისიის მიერ გაცემული და უკვე მოდიფიცირებული ლიცენზიები და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობები, ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ”სს”ტელენეტი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 21 თებერვლის №69/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია №F6 სს ”ტელენეტს” სიხშირულ ზოლში 5250.0 მჰც ¸ 5350.0 მჰც, 10 წლის ვადით;”;
2. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,შპს ”დელტანეტისთვის” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №236/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია №F14 შპს ”დელტანეტს” სიხშირეებზე 5945.2 მჰც ± 14 მჰც, 6093.450 მჰც ± 14 მჰც, 6197.240 მჰც ± 14 მჰც და 6345.490 მჰც ± 14 მჰც, რადიოსარელეო კავშირისთვის მაგისტრალზე ქ. თბილისი (ჭავჭავაძის გამზ.10) - ქ. ახალციხე, (სს ”საქართველოს გაირთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კვანძის შენობა, თამარ მეფის 9) 2016 წლის 14 იანვრამდე”;
3. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,შპს ”დელტანეტი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2007 წლის 2 მარტის №109/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 2284.0 მჰც ¸ 2382.0 მჰც სიხშირულ ზოლში უსადენო რადიოდაშვების ქსელით (მრავალარხიანი მრავალწერტილიანი განაწილების სისტემა) მომსახურებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე (ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის, სამტრედიის, ვანის, ბაღდათის, ტყიბულის, ხარაგაულის საჩხერის, ჭიათურის, ცაგერის, ამბროლაურის, მარტვილის, სენაკის, აბაშის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხონის რაიონებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა);”;
4. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,შპს ”მაგთიკომი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2005 წლის 16 დეკემბრის №787/1 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიეცეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია №F4 შპს ”მაგთიკომს” საქართველოს ტერიტორიაზე მობილური საკომუნიკაციო მომსახურეობისთვის სიხშირულ ზოლებში 1745.1 მჰც ¸ 1760.0 მჰც და 1840.1 მჰც ¸ 1855.0 მჰც, 10 წლის ვადით;”;
5. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სს ”ტელენეტსა” და შპს ”იბერიატელს” შორის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირების შესახებ” კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის №539/22 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: სიხშირული ზოლები 7226.0 მჰც ¸ 7247.0 მჰც და 7387.0 მჰც ¸ 7408.0 მჰც, რადიოსარელეო კავშირებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე;”;
6. შეტანილი იქნეს ცვლილება ,,ფიჭური სატელეფონო კავშირით, პეიჯინგური კავშირით, თრანქული სისტემით მომსახურების, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებაზე რადიოხაზების გამოყენებით და მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობის ლიცენზიების მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2006 წლის 2 ივნისის №238/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების:
ა) პირველი პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა.ა. რადიოსიხშირული სპექტრი: სიხშირული ზოლები 905.0 მჰც ¸ 915.0 მჰც, 891.8 მჰც ¸ 895.0 მჰც, 950.0 მჰც ¸ 960.0 მჰც და 936.8 მჰც ¸ 940.0 მჰც, მობილური საკომუნიკაციო მომსახურეობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე;”;
ბ) მეორე პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა.ა. რადიოსიხშირული სპექტრი: სიხშირული ზოლები 1760.0 მჰც ¸ 1775.0 მჰც, 1855.0 მჰც ¸ 1870.0 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;”;
გ) მესამე პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა.ა. რადიოსიხშირული სპექტრი: სიხშირული ზოლები 895.0 მჰც ¸ 905.0 მჰც, 940.0 მჰც ¸ 950.0 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;”;
დ) მეოთხე პუნქტის ”ა.ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა.ა. რადიოსიხშირული სპექტრი: სიხშირული ზოლები 890.0 მჰც ¸ 891.8 მჰც, 935.0 მჰც ¸ 936.8 მჰც, 1710.0 მჰც ¸ 1725.0 მჰც, 1805.0 მჰც ¸ 1820.0 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;”;
ე) მეექვსე პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) რადიოსიხშირული სპექტრი: სიხშირული ზოლები 1725.1 მჰც ¸ 1740.0 მჰც და 1820.1 მჰც ¸ 1835.0 მჰც მობილური საკომუნიკაციო მომსახურებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე;”;
ვ) მერვე პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) რადიოსიხშირეები: 410,300 მჰც; 410,500 მჰც; 410,700 მჰც; 410,900 მჰც; 411,300 მჰც; 411,500 მჰც; 411,700 მჰც; 411,900 მჰც; 412,100 მჰც; 412,300 მჰც; 412,500 მჰც; 420,300 მჰც; 420,500 მჰც; 420,700 მჰც; 420,900 მჰც; 421,100 მჰც; 421,300 მჰც; 421,500 მჰც; 421,700 მჰც; 421,900 მჰც; 422,100 მჰც; 422,300 მჰც; 422,500 მჰც, თითოეული ზოლის სიგანით 25კჰც, საქართველოს ტერიტორიაზე;”;
ზ) მეცხრე პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) რადიოსიხშირეები: ქ. თბილისში - 3930.0 მჰც± 14 მჰც, 4030.0 მჰც± 14 მჰც, 4110.0 მჰც± 14 მჰც და 4190.0 მჰც± 14 მჰც, ქ. ქუთაისში - 3930.0 მჰც± 14 მჰც რადიოსარელეო კავშირისათვის;”;
7. ამ გადაწყვეტილების პირველი-მე-6 პუნქტების შესაბამისად, მოდიფიცირდეს: სს ”ტელენეტი”-ს №F6, №F35; შპს ”დელტანეტი”-ს №F14, №F45; შპს ”მაგთიკომი”-ს №F4, №F15, №F16; შპს ”ჯეოსელი”-ს №F17, №F18, №F20; შპს ”საქართველოს თრანქული სისტემები”-ს №F22 და შპს ”ტექნო-მედია”-ს №F23 ლიცენზიები.
8. დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის და ადმინისტრაციულ დეპარტამენტებს (რ.ქურდაძე; დ.კიკნაძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე