საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2007
მიღების თარიღი ივნისი 01, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 1 ივნისის N 34 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 34 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (შპს ”ინფოტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ) 15 ივნისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 34 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში (სამი) საკითხი:
ა) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”კავკასიის ციფრული ქსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხს. გ. კვალიაშვილი);
ბ) შპს ”დიასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
გ) შპს ”ქართული რადიო” -სთვის კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. გ. რატიშვილი);
3. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 1 ივნისის N 34 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
