წვდომის მენიუ

შპს ”სანეტის” გაფრხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 285 / 23

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2007

მიღების თარიღი ივნისი 01, 2007

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  დადგენილი  სანქციების დაკისრებას.

       “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, იგი უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.

   კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დმაცველის (პ. ბერია) განცხადება №10/60-07 შპს ”სანეტისაგან” აღნიშნული სამსხურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე (შპს ”სანეტს” 2007 წლის 16 აპრილის წერილი №9/594-07). 

      კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ”დამოუკიდებლი მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 პირველი პუნქტის ”ა” და ”დ” ქვეპუნქტრების შესაბამისად საზოგადიებრივი დამცველი უფლებამოსილია მოითხოვოს, გაეცნოს ყველა იმ დოკუმენტაციასა თუ მასალას, რომელიც კანონმდებლობით ნებადართულია მარეგულირებელი კომისიის მიერ გასაცნობად და დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები.

     ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად  ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, საზოგადოებრივი დამცველი კი სწორედ კომისიის სრუქტურული ერთეულია, თუმცა გამოყოფილია კომისიის აპარატისგან და მისგან დამოკიდებლად მოქმედებს.

     ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სანეტის” გაფრთხილების თაობაზე.

     “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს “სანეტის”  გაფრთხილების თაობაზე;

2. შპს “სანეტის” გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 15 ივნისს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42;

3. შპს “სანეტს” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “სანეტისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;

6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრები:                                                                               

დ.პატარაია                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                  

გ. ფრუიძე
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები