წვდომის მენიუ

ი/მ ”ნინო ჭანტურიძისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის № 83/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 286 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2007

მიღების თარიღი ივნისი 01, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ი/მ ”ნინო ჭანტურიძემ” (რეგისტრირებული  ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიერ, № 47/1096; 09.09.05.)  კომისიას მიმართა განცხადებით 150.075 მგჰც და 155.275 მგჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომლებიც მინიჭებული იყო კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის  № 83/13  გადაწყვეტილებით .

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-11 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნეს ი/მ ”ნინო ჭანტურიძისთვის” 150.075 მგჰც და 155.275 მგჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2007 წლის 13 თებერვლის  № 83/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები