საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2007
მიღების თარიღი ივნისი 01, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (№ 8/36-07; 07.05.07.) მოკლეტალღოვან ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 5.74860 მჰც, 6.90260 მჰც, 8.05860 მჰც, 10.73360 მჰც, 11.16860 მჰც, 13.50360 მჰც, 16.28360 მჰც, 18.24860 მჰც, 20.81060 მჰც და 24.88360 მჰც სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
