წვდომის მენიუ

შპს “დარაკასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 290 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2007

მიღების თარიღი ივნისი 01, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “დარაკამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2002 წლის 19 ივნისის N 5/4-3224 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (№ 024; 10.05.07) ქ. თბილისის ტერიტორიაზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში 3  სიხშირის მინიჭების თაობაზე. დებულების თანახმად, შპს “დარაკას”  საქმიანობის საგანია უსაფრთხოებითი და დაცვითი  მომსახურების გაწევა. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს “დარაკას”  147.175 მგჰც, 152.825 მგჰც  და 162.975 მგჰც სიხშირეები  (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “დარაკასთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს “დარაკასთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ზ. ნონიკაშვილი

            კომისიის წევრი                                                                     დ. პატარაია

            კომისიის წევრი                                                                     გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები