შპს ტელეკომპანია „დიასთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2007
მიღების თარიღი ივნისი 01, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „დია” №B31 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.2011) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს ქ.ხაშურში და მიმდებარე ტერიტორიაზე მე-11 სატელევიზიო არხზე 10 ვატი სიმძლავრის ტელესამაუწყებლო გადამცემის გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ტელეკომპანია „დიასთვის” შეირჩა სიხშირე (1045.0 მჰც ± 14 მჰც) ზოლის სიგანით 28 მჰც, რაც გათვალისწინებულია ქ.ხაშურში, სტუდიიდან (თამარ მეფის ქ. №1) ხაშურის მიმდაბარე ტერიტორიაზე განლაგებულ ტელესამაუწყებლო გადამცემის ანძამდე (ზემო სერი), სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად. სიხშირე გათვალისწინებულია რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ტელეკომპანია „დიას” სიხშირე 1045მჰც ± 14 მჰც, ზოლის სიგანით 28 მჰც ქ.ხაშურში, სტუდიიდან (თამარ მეფის ქ. №1) ტელესამაუწყებლო გადამცემ სადგურემდე (ზემო სერი) სამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2011);
2. აღირიცხოს შპს ტელეკომპანია „დიასთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ტელეკომპანია „დიასთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
