წვდომის მენიუ

”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით

ნომერი: 3 / 23

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 21, 2007

მიღების თარიღი იანვარი 05, 2007

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის63-ე,  211-ე, 213-ე და 110-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების  მისაღებად;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა  გაიმართოს 2007 წლის 2 თებერვალს 12 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2007 წლის  16 თებერვალს 16 საათზე;

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

               წევრი:                                                                                       დ. პატარაია

              წევრი:                                                                                         გ. ფრუიძე

              წევრი:                                                                                        ზ. ნონიკაშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები