საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის N 36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2007
მიღების თარიღი ივნისი 08, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2007 წლის 08 ივნისის N 36 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის მ/წლის 08 ივნისის N 36 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 საკითხის (სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”ეგრისთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე) განხილვა ერთი კვირით, მხარეთა მიერ მოსალაპარაკებლად მოთხოვნილი ვადის გათვალისწინებით;
2. დამატებით შეტანილ იქნეს N 36 სხდომის წარმოდგენილ დღის წესრიგის პროექტში 4 (ოთხი) საკითხი:
ა) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”მეტაკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხს. გ. კვალიაშვილი);
ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”გუდვილკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხს. გ. კვალიაშვილი);
გ) შპს ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
3. დამტკიცდეს კომისიის 2007 წლის 08 ივნისის N 36 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი გ. ფრუიძე
