წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომისთვის” შპს ”ახალ ქსელებთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 304 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2007

მიღების თარიღი ივნისი 08, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მაგთიკომმა”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა  შპს ”ახალ ქსელებთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ახალ ქსელებს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელმაც 2007 წლის  1 იანვრისათვის შეადგინა 634,534.36  ლარი.               

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ახალი ქსელების” მხრიდან აღიარებულია ვალი, რასაც ადასტურებს შპს ”მაგთიკომის” და შპს ”ახალი ქსელების” მთავარი ბუღალტრების მიერ შედგენილი ურთიერთშედარების აქტი.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”

შპს ”მაგთიკომის” წარმომადგენელმა კომისიის 2007 წლის 8 ივნისის სხდომაზე დაადასტურა, რომ მიმდინარეობს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად აღარ მოითხოვს თანხმობის მიცემას ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ

              გადაწყვიტა:

1.  შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”მაგთიკომის” განცხადების თაობაზე;

2.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;

3.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                               ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრები:                                                        

  დ. პატარაია                                     

 გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები