წვდომის მენიუ

შპს „სტუდია მაესტროსთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 308 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2007

მიღების თარიღი ივნისი 08, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „სტუდია მაესტრომ” კომისიას მიმართა განცხადებით №40/5,30.05.07 ქ.თბილისში, სტუდიიდან (ფოთის ქ. №15/6) სატელევიზიო ანძამდე  ორმხრივი რადიოსარელეო ხაზის გამოყენებისთვის,  2  სიხშირის მინიჭების  მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, შპს „სტუდია მაესტრო”  ფლობს ქ.თბილისში  საკაბელო სპეციალიზირებული კერძო ტელემაუწყებლობის ლიცენზიას № B87 (კომისიის გადაწყვეტილება №104/1, 23.02.07).

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს „სტუდია მაესტროსთვის”    შეირჩა ორი სიხშირე  (10104 მჰც ± 14 მჰც და 10482 მჰც ± 14 მჰც) თითოეული ზოლის სიგანით  28 მჰც, რაც გათვალისწინებულია  ქ.თბილისში, სატელევიზიო ანძის გავლით, მობილური სადგურის სიგნალის სტუდიამდე, ხოლო უკუარხით, დამუშავებული სამაუწყებლო  პროგრამის ანძამდე  მისაწოდებლად. სიხშირები გათვალისწინებულია აღნიშნულ მონაკვეთზე ორმხრივი რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოსაყენებლად.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11  პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „სტუდია მაესტროს”  სიხშირეები  10104 მჰც ± 14 მჰც  და 10482 მჰც ± 14მჰც ქ.თბილისში, ანძიდან სტუდიამდე (ფოთის ქ.№15/6)  და უკუარხით სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე სამაუწყებლო პროგრამის მისაწოდებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 1 წლის ვადით;

2. აღირიცხოს შპს „სტუდია მაესტროსთვის”   მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „სტუდია მაესტროსთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).           

კომისიის     თავმჯდომარე                                                        ზ.ნონიკაშვილი

კომისიის   წევრი                                                                                 გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები